პატიმრის გაქცევის გამო, პოლიციელების ქმედებებზე პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს

გურჯაანში, პატიმრის გაქცევის გამო, პოლიციელების მიმართ, რომლებსაც პატიმარი გაეპარათ, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს,-ამის შესახებ “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. 

“სასამართლო შენობიდან მან მოახერხა გაქცევა, მიმდინარეობს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები ამ პირის დასაკავებლად და იმ პოლიციელების მიამართ, რომლებიც სამსახურეობრივად გულგრილად მოიქცნენ, პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს.

ეს პიროვნება იყო 1998 წელს დაბადებული დიმა ხ. რომელმაც სოფელ ველისციხეში დაჭრა მოქალაქე. მას ბრალად ედება ჯანმრთელობისთვის ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების გამო”,-აცხადებენ შსს-ში.

აღსანიშნავია, რომ “აიპრესთან” საუბრისას უზენაესი სასამართლოს პრესსამახურში განგვიცხადეს, რომ პატიმარი არც შენობიდან და არც დარბაზიდან არ გაქცეულა. მათივე განმარტებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა პოლიციას ეკისრება.

კომენტარები
იტვირთება...