ხობის მუნიციპალიტეტის, სოფელ პატარა ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, არასრულწლოვანი გოგონა ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა.
შედეგად 4 პირი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ერთი არასრულწლოვანი გოგონა კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
“ადგილზე მისულებს დაგხვდა 4 დაშავებული, აქედან, ორი იყო არასრულწლოვანი. დამატებით 2 ეკიპაჟის გამოძახება დაგვჭირდა, მათ ადგილზე ჩაუტარდათ პირველადი სამედიცინო დახმარება და ოთხივე გადავიყვნეთ ფოთის ჰოსპიტალში . ყველას მდგომარეობა მძიმე იყო,”- განაცხადა ფოთის სასრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა ქრისტინე დანელიამ.
შშს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.