პაშინიანი: კოვიდ 19-თან ბრძოლაში საქართველოს მზადყოფნას ჩვენს დასახმარებლად, მივესალმებით!

სომხეთი მიესალმება საქართველოს მზადყოფნას, დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას კორონავირუსთან ბრძოლაში, მაგრამ იმედი აქვს, რომ ამის აუცილებლობა არ წარმოიშვება.

ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა შაბათის ბრიფინგზე, საქართველოს მიერ პანდემიასთან ბრძოლაში დახმარების წინადადებაზე, მათ შორის, იმ პაციენტების მკურნალობაში, რომლებსაც COVID-19 დაუდგინდათ, კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

“კორონავირუსის ეპიდემიის პირველი დღიდან ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით საქართველოს მთავრობასთან, დაწყებული პრემიერიდან, დამთავრებული სპეციალისტებით.. და ამ თანამშრომლობას ეფექტურად ვთვლით.. საქართველო – ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა და ასეთი მზადყოფნა ჩვენ ურთიერთობას კიდევ უფრო თბილს ხდის. ბუნებრივია, თუ ასეთი საჭიროება წარმოიშვება, შეიძლება გადაიდგას ნაბიჯები, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამის აუცილებლობა არ წარმოიქმნება. ვიმედოვნებთ, ჩვენ ყველაფერს ისე გავაკეთებთ, რომ არ მოხდება რეანიმაციის განყოფილებების გადატვირთვა და ამგვარად ჩვენ შევძლებთ, რომ არ გაჩნდება დახმარების აუცილებლობა. მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ურთიერთმზადყოფნაში, განსაკუთრებით სომხეთი და საქართველო, ერთმანეთის დასახმარებლად”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ პაშიანიანმა გაიხსენა, რომ 2019 წელს, საქართველოში წითელას აფეთქებისას, სომხეთმა ჩრდილოელ მეზობელს წითელაზე 30 ათასი აცრისთვის საკმარისი დოზა მიაწოდა.

ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდით და დავეხმაროთ ერთმანეთს, რადგან ეპიდემია ცვენი საერრთო დღის წესრიგის საკითხია, ეს საერთო საშიშროებაა და ჩვენ, მზად ვართ მჭიდრო თანამშომლობისთვის ჩვენ მეზობლებთან – საქართველოსთან და ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, და რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან”, – თქვა ნიკოლ პაშინიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად