პაშინიანი: “დავუშვათ, 20 ათასი შემთხვევა იყო ჩემი შეცდომის გამო, ვისი შეცდომაა 10 მლნ შემთხვევა მსოფლიოში”

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 593 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 70-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 26 658 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 9008-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 6 კაცი გარდაიცვალა და სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა 459-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,72%-ია, ხოლო ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 155.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 153 (მათ შორის, 4 გუშინ გარდაიცვალა) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 15036კაცი – 56,40%, ხოლო 11010 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 115 765 ტესტირება ჩატარდა – 39116 ყოველ მილიონ მოსახლეზე.

გუშინ, კომენდანტურის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ სპიტაკში დღეს გაიხსნება 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრი, ხოლო უახლოეს დღეებში დამატებით გაიხსნება 60 და 50 საწოლიანი სამედიცინო ცენტრები.

სომხეთში მძიმე ეპიდემიოლოგირ სიტუაციაზე მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრისას ნიკოლ პაშინიანმა გაიხსენა, რომ მსოფლიოში 10 მილიონი ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული და განაცხადა, “დავუშვათ, 20 ათასი შემთხვევა ჩემი შეცდომის გამოა. და დანარჩენი 10 მილიონი მსოფლიოში?”

პაშინიანის თქმით, გუშინ, სომხეთში, 536 პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, 117-ის კი ძალიან მძიმე.

მიმდინარე წლის ივნისის სიკვდილიანობის გასული წლის ივნისთან შედარება გვიჩვენებს, რომ სიკვდილიანობა დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად კორონავირუსის გამო არაა, მაგრამ მაჩვენებლის ზრდა მნიშვნელოვანწილად კოვიდინფიცირებასთან დაკავშირებული სიტუაციით არის განპირობებული, – განაცხადა ნიკოლ პაშინიანმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად