პაშა ბანკმა დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკის სპონსორობით, ბათუმში, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდა.

აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და დსთ-ს, კავკასიის რეგიონისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნების საფინანსო სექტორის, კაპიტალის ბაზრის პროფესიონალებს აერთიანებს. პაშა ბანკმა, როგორც ოფიციალურმა პარტნიორმა, მეორედ დაუჭირა მხარი ობლიგაციების კონგრესს.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას სთავაზობს.

წლევანდელ ღონისძიებას ორასამდე მონაწილე ჰყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან. 45 მათგანი კონფერენციაზე სპიკერის სტატუსით წარდგა. კონგრესზე განხილულ მთავარ საკითხებს შორის იყო: ეკონომიკური განვითარება, საქართველოს ფინანსური სისტემა და ფასიანი ქაღალდების ბაზარი; დსთ-ს და კავკასიის მაკროეკონომიკური ტრენდები; დსთ-ს და კავკასიის ევროობლიგაციების ბაზარი; სპეციალური სესიები ფიქსირებულ შემოსავლიან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსიაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.

დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების კონგრესი ყოველ წელს სხვადასხვა ქალაქში ტარდება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მასპინძელი ქვეყნის ეკონომიკური თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...