“პარტიული ზღვარი უნდა წაიშალოს” – მელიას პასუხი კითხვაზე, შესაძლოა თუ არა არჩევნებზე №5-ით არ გამოვიდეს

გადაცემა “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია იქნება, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის ელენე ხოშტარია. გარკვეულ პოზიციაზე ასევე განიხილავენ ზურაბ ჯაფარიძესაც. ამასთან გრიგოლიას ცნობით, შესაძლოა მელია არჩევნებზე 5 ნომრით არ გამოვიდეს. 

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტმა სტუდიაში მყოფ ნიკა მელიას სთხოვა ინფორმაციის დაზუსტება, თუმცა ამ ეტაპზე ის არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამბობს, რომ მომდევნო კვირის ბოლომდე ყველაფერი შეთანხმდება. რაც შეეხება იმას გამოვა თუ არა არჩევნებზე 5-ით, მელია ამბობს, რომ “რა მნიშვნელობა აქვს ამას” და “პარტიული ზღვარი უნდა წაიშალოს”.

კომენტარები
იტვირთება...