პარტიებს შორის, 2020 წლის 6 თვეში, ყველაზე მეტი თანხა 5,594,237 ლარი “ქართულმა ოცნებამ” დახარჯა

2020 წლის 6 თვეში ქართულმა პარტიებმა 12,398,527 ლარი დახარჯეს. აუდიტის სამსახურის მონიტორინგის შედეგად, ყველაზე მეტი თანხა “ქართულმა ოცნებამ” დახარჯა, რომელსაც მოსდევს “ლელო საქართველოსთვის”.

1.”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” – 5,594,237 ლარი;

2. “ლელო საქართველოსთვის” – 1,374,797 ლარი;

3. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 1,050,091 ლარი;

4. “ევროპული საქართველო” – 866,256 ლარი;

5. “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 853,357 ლარი.

დანარჩენი 2,659,789 ლარი სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად