პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან თათოშვილი: სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ჩემი ოჯახის წევრებზე ზეწოლა განხორციელა

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან თათოშვილი უშუალოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ზეწოლის განმახორციელებელ პირსაც – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორსაც ასახელებს.

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არის შემთხვევები ჩვენი პარტიის აქტივისტების ზეწოლასთან დაკავშირებით. კონკრეტული შემთხვევა განხორციელდა ჩემი ოჯახის წევრების – დედის და დეიდის მიმართაც. ისინი მუშაობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და დაიბარეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში და მოსთხოვეს განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა. ამგვარი საქციელი ჩემი აზრით უღირსი საქციელია და ეს იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ ჩვენი, მათ ეშინიათ ჩვენი აქტიურობის“, – ამბობს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ლევან თათოშვილი.

„მინდა მივმართო სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს, რომ აღნიშნული მეთოდებით ბრძოლა მოძველებულია და შეიცვალოს მეთოდები“, – აცხადებს თათოშვილი.

კომენტარები
იტვირთება...