დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ნაცმოძრაობის ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა

ცნობისთვის, დღეს პარტია “ნაციონალური მოძრაობა” ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს. მისი კანდიდატურა “ნაცმოძრაობის” ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, მიხეილს სააკაშვილმა წამოაყენა.

“საქართველოს მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ფართო კოალიციური გაერთიანება, სრულიად სხვადასხვა ხალხის, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაფუძნებული არა სხვადასხვა პიროვნებებზე, არამედ პრინციპებზე.

ეს პრინციპები უნდა იყოს საქართველოს თავისუფლება, საქართველოს სწრაფი განვითარება, დემოგრაფიული კატასტროფის დასრულება და ეკონომიკური სიტუაციის სწრაფი გაჯანსაღება.

ეს ყველაფერი ასეც იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში წამყვან როლს თამაშობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ენმ არის ძალა, რომელსაც აქცს ძალიან მაგარი წარსული, მაგრამ რა თქმა უნდა აქვს, რაც უფრო მნიშვნელოვანია, კიდევ უფრო საინტერესო მომავალი. იმისათვის, რომ ეს მომავალი კიდევ უფრო მალე დადგეს, რა თქმა უნდა, საჭიროა მუდმივი განახლება და შეცვლა პარტიის შემადგენლობის, ამ პოლიტიკური ორგანიზაციის შიდა წყობის.” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ამის განხორციელებაში ხელს ბიძინა ივანიშვილი უშლის, რომლის დავალებითაც პარტიის აქტივისტები დააპატიმრეს.

“იმისათვის, რომ ეს გადაილახოს, ჩვენ უნდა ვიყოთ მუდმივად მოქნილები და გავაკეთოტ ისეთი რამე, რაც არ შეაჩერებს არცერთი დღით ჩვენს ბრძოლას. ამიტომ, ამ სიტუაციაში მნიშვნელოვანია ენმ-ის თავმჯდომარის არჩევა. ნაცმოძრაობას ადგილზე სჭირდება ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერ მხარს “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობაზე.”- განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც მან სალომე ზურაბიშვილთან წააგო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...