პარტია „ლელოს“ წევრები გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო პოლიციაში დაიბარეს

„ლელოს“ ინფორმაციით, 16:00 საათისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევის გამო პარტიის წევრები ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და პაატა ცივაძე დაიბარეს.

“ლელოს” წევრის საბა ბუაძის თქმით, მათ აცნობეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით არიან დაბარებული.

„დაგვიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. გვაცნობეს, რომ ჩვენ წინააღმდეგ არის ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებული. წარმოება დაიწყო 6 დან 7 თებერვალს, როდესაც კომენდანტის საათი დავარღვიეთ. შეზღუდვები არის არაკონსტიტუციური და აქვს ერთადერთი მიზანი, საზოგადოებრივი პროტესტი შებოჭონ, ჯერჯერობით ჯარიმა არ მიგვიღია, თუმცა ველოდებით“ , – განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ნიკა მოსიაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...