პარლამენტთან, “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”-ს აქტივისტებსა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა

რამდენი საათის წინ, 1 დღის დაფუძნებულმა ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”-ს აქტივისტებმა პარლამენტის წინ დღეს კარავი გაშალეს. თუმცა, მოგვიანებით “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”-ს აქტივისტებმა მეორე კარავის გაშლა გადაწყვიტეს. რასაც იქვე მყოფი მალკხაზ მაჩალიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.

მაჩალიკაშვილის თქმით, ეს არის პროვოკაცია, რადგან “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”-ს მის გაშლილ კარავს ეფარებოდა. მაჩალიკაშვილმა, რამდენჯერმე ფეხი მიარტყა კარავს და დაშალა,  რასაც “შევინარჩუნოთ სიცოცხლე”-ს აქტივისტების გაღიზიანება მოჰყვა. რის გამოც ისინი ერთმანეთს დაუპირიპირდნენ თუმცა, იქვე მყოფმა ადამიანებმა სიტუაცია განმუხტეს და მათ ფიზიკური დაპირისპირების გაღრმავების საშუალება არ მისცეს.

“შევინარჩუნოთ სიცოცხლე”-ს აქტივისტმა შაკო კუჭაშვილმა სოციალურ ქსელში კარავის გაშლამდე დაწერა:

“გადავედით მოქმედებაზე

მივდივართ პარლამენტთან! ვშლით “შევინარჩუნოთ სიცოცხლეს” კარავს!

რუთაველი არ არის ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის საკუთრება, რუსთაველი ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს!

ვინც მობრძანდებით, მოგიწოდებთ მშვიდობისკენ, არ აყვეთ მარგინალების პროვოკაციას!” .

ცნობისთვის,  ორგანიზაცია “შევინარჩუნოთ სიცოცხლე” 2019 წლის 9 დეკემბერს დავით ლორთქიფანიძემ და სოსო რობაქიძემ დააფუძნეს.

 

შეგახსენებთ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარავი აქვთ გაშლილი პანკისის ხეობაში, სუს-ის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს და “ციანიდის საქმეზე” მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად