პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას აპროტესტებენ (ფოტორეპორტაჟი)

პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას აპროტესტებენ.

 

შეგახსენებთ, გუშინ “თბილისი პრაიდის” აქცია – “ღირსების მარში” აღარ ჩატარდა. რისი მიზეზიც რადიკალური ჯგუფების კონტრაქცია გახდა, რომლის აგრესიულმა მონაწილეებმაც მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუნადგურეს ტექნიკა. დღეს მოქალაქეებმა ძალადობის გასაპროტესტებლად და მედიის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მშვიდობიანი, მდუმარე აქცია დააანონსეს, რომელიც 20:00-ზეა დაგეგმილი. 

პარალელურად მოძალადე ჯგუფები შეკრებილები არიან ქაშუეთის ეკლესიასთან და აქციას მართავენ. მათი თავდასხმა მედიაზე დღესაც გაგრძელდა. ისინი “პალიტრანიუსის” ოპერატორს გაუსწორდნენ.

კომენტარები
იტვირთება...