როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, სამი ადამიანი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
“სამი პირი არის დაკავებული ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო. მყისიერად იქნა ზომები მიღებული. კონფლიქტური სიტუაცია იყო აქციის 2 მონაწილეებს შორის. მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი მოვიდა აქციაზე, გამოირჩეოდნენ აგრესიით არ დაემორჩილნენ პოლიციას”-განაცხადა ვაჟა სირაძემ.