პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დისტანციის დასაცავად, პუტინის გამოსახულებით სტიკერები დააკრეს (ფოტორეპორტაჟი)

პარლამენტის შენობასთან, აქციის მონაწილეებს შორის დისტანციის დასაცავად, რუსთაველის გამზირზე, ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები დააკრეს.

სტიკერებზე გამოსახულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც სახეზე ნაბიჯები ახატია.

პარლამენტის წინ, სადაც დღეს 2019 წლის 20 ივნისის გასვლიდან 1 წლის თავზე სიმბოლური აქცია გაიმართება, მზადების პროცესი მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სცენას სიტყვით გამომსვლელებისთვის ამზადებენ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

აქციაზე სავალდებულოა დისტანციის დაცვა. ასევე, განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარები.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად