პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა უკრაინელ რეჟისორს, მწერალს და აქტივისტს ოლეგ სენცოვს უმასპინძლეს

საქართველოს პარლამენტის უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა უკრაინელ რეჟისორს, მწერალს და აქტივისტს ოლეგ სენცოვს უმასპინძლეს.

„ოლოგ სენცოვის საქციელი არის მაგალითი და სამოქალაქო პატრიოტიზმის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა უახლოესი ბოლო დეკადის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი იმსახურებს ყოველგვარ მხარდაჭერას და დიდ პატივისცემას ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა, გიორგი მოსიძემ.

მისივე თქმით, 2014 წელს ოლეგ სენცოვმა გამოავლინა სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო პოზიცია და დაუპირისპირდა ყირიმის ანექსიას, იმის მიუხედავად, რომ თავად ის ყირიმის მაცხოვრებელია და ეთნიკური რუსია.

„პირველი ფილმი, რომელმაც ბევრი პრიზი მიიღო საერთაშორისო კინოფესტივალებზე, სიმფეროპოლში აქვს გადაღებული. ამას რა მოჰყვა, ყველამ ვიცით. იგი სასტიკად დაისაჯა რუსეთის მიერ და საბოლო ჯამში, 2019 წელს, ბევრი განსაცდელის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად იგი სხვა ტყვეებთან ერთად გაცვალეს“, – განაცხადა გიორგი მოსიძემ.

შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: გოგა გულორდავა, დავით მათიკაშვილი, სერგი კაპანაძე, გიორგი მოსიძე, გენადი მარგველაშვილი, გოგი მეშველიანი და ადა მარშანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად