პარლამენტთან მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან მედიის ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქცია „ტვ. პირველის” გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას სატელევიზიო კომენტარით დაიწყო, რომელიც 5 ივლისს, მასზე განხორციელებულ ძალადობას ეხებოდა.

აქციაზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებიან. ისინი ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვენ.

ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ აქციას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელიც შეუერთდა.

კომენტარები
იტვირთება...