პარლამენტთან მაჩალიკაშვილის კარავი აღარ დგას

საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას თბილისის მერიის დასუფთავების სამსახური ასუფთავებს.

აქ უკვე აღარ არის პანკისის ხეობაში სუს-ის სპეცოპარაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, კარავი, რომელიც საგამოძიებო ორგანოებისადმი პროტესტის გამო, რამდენიმე თვეა საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ იყო გაშლილი.

ცნობისთის, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარდა, რომელიც 19 ივნისს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. რაც გუშინ, 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა.

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

მას შემდეგ, რაც სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის სასესიო დარბაზში პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე სიტყვით გამოვიდა, ხელისუფლების ოპოზიციამ პროტესტი ჯერ პარლამენტში გამოხატა, რომელსაც მალევე საპარლამენტო უმრავლესობა შეუერთდა. შემდეგ კი საზოგადოებრივი მღელვარება საპროტესტო აქციაში გადაიზარდა.

გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწლეების დასაშლელად აირი, შუშხუები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

რამდენია ადამინი დაშავდა აქციაზე ამ დროსვითის ზუსტი მონაცემები არ არის.

როგორც “აიპრესს” 21 ივლისის 01: 05 საათისთის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, პარლამენტთან აქციაზე 38 სპეცრაზმელი და 17 სამოქალაქო პირი დაშავდა.

ასევე, “ნიუ ჰოსპიტალში” აცხადებენ, რომ  აქციაზე დაზიანებულმა ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...