პარლამენტთან დაკავებები დაიწყო- აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლიან (ვიდეო)

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები დააკავეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ასევე სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია გიგა მაქარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთიანი ვადა მისცა, რომელიც უკვე ამოიწურა. ვადის გასვლის შემდეგ, აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით შლიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად