პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ბათუმელები 15:00 საათზე გააპროტესტებენ

მშვიდობიანი აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე 15:00-ზე ჩაინიშნა. ადგილობრივები გუშინ გვიან ღამით პარლამენტთან აქციაზე განვითარებულ პროცესებს გააპროტესტებენ.
ბათუმელებმა სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ვიზიტი გუშინ ზუსტად ამავე დროს გააპროტესტეს. საღამოს კი მაშტაბური აქცია თბილისში შედგა, რასაც ხელისუფლების მხრიდან სპეცრაზმითა და ცრემლსადენი გაზით პროტესტის ჩახშობა მოჰყვა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...