პარლამენტში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადგილმონაცვლე ჰერმან საბო იქნება

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის გამოკლებული წევრის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადგილმონაცვლის, ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე იმსჯელა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შემოსულია შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ნაცვლად, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ პარტიული სიის მომდევნო წევრის, ჰერმან საბოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა.

კომიტეტის შესაბამისი დასკვნა პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება, რის შემდეგაც დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტმა მიმდინარე სასესიო კვირაში შეუწყვიტა.

კომენტარები
იტვირთება...