პარლამენტში ვანო ზარდიაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარიაშვილმა განცხადება საკუთარი სურვილით მას შემდეგ დაწერა, რაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება მოხდა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ, პირველივე სასესიო კვირაში კენჭი ეყრება ვანო ზარდიაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, რის შემდეგაც, ცესკო პარლამენტს პარტიული სიიდან უფლებამონაცვლეს წარუდგენს.

ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლე მეცხრე მოწვევის პარლამენტში სავარაუდოდ თემურ გოცირიძე იქნება. „ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში მასზე წინ ირაკლი ზარქუაა, თუმცა თბილისის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა პარლამენტში გადანაცვლებაზე უარი თქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად