პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ალექსანდრე წულაძეს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ალექსანდრე წულაძეს მოუსმენენ.

ის რიგით მეცხრამეტეა 20 კაციანი სიიდან.

ალექსანდრე წულაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თანამშრომელი და თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორია. მას სამართლის სფეროში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს.

უვადო მოსამართლეობის კანდიდატთან დეპუტატებს კითხვები მის პროფესიულ გამოცდილებასთან დაკავშირებით აქვთ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დასრულდება. ამას შემდეგ კი პროცესი პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს, სადაც დეპუტატები კანდიდატებს ინდივიდუალურ რეჟიმში უყრიან კენჭს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად