პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი შავლიაშვილს მოსმენა მიმდინარეობს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატიდან დღეს, ბოლო კანდიდატის, გიორგი შავლიაშვილის მოსმენა მიმდინარეობს, რომელსაც მოსამართლედ მუშაობის 16 წლიანი, გამოცდილება აქვს.

კანდიდატთან გასაუბრებისთვის, კომიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ასევე აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და დღეს სრულდება.

2021 წლის 25 ივნისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატი გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი წარუდგინა.

პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

კომენტარები
იტვირთება...