პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც პარლამენტისთვის წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით, კანდიდატების შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას შეისწავლის.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან: საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციებიდან – ანრი ოხანაშვილი, ზაზა გაბუნია, რატი იონათამიშვილი, სოფო ქაცარავა, ნინო გოგუაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ზოიძე;

“პატრიოტთა ალიანსიდან” – გელა მიქაძე, დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით კი ლევან გოგიჩაიშვილი.

ჯგუფის წევრობის შეთავაზება, 1 კვოტით, მიღებული აქვს ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობასაც”, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას.

“ევროპულ საქართველო”, ჯგუფში მონაწილეობას არ აპირებენ.

ამასთან, სამუშაო ჯგუფის წევრები იქნებიან თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი ჯონი ხეცურიანი და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. ჯგუფის მუშაობაში,  სავარაუდოდ ჩაერთვება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეც.

საპარალამენტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფში წარმოდგენილი არ იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების არც ერთი წევრი

სამუშაო ჯგუფს მუშაობისთვის განესაზღვრა 10 დღე. იურიდიული კომიტეტის ფარგლებში მოსამართლეობის კანდიდატებისთვის მოსმენა და საჯარო განხილვები დაიწყება 23 სექტემბერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...