პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა დღეს დაიწყება

​პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა დღეს, 09:00 საათიდან დაიწყება.

დღის წესრიგის მიხედვით, თავდაპირველად კომიტეტზე იმსჯელებენ მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიების საკითხზე, შემდეგ კი, კომიტეტის საჯარო სხდომაზე კანდიდატების მოსმენის პროცედურა თავმჯდომარის მიერ კომიტეტთან შეთანხმებით განისაზღვრება.

იურიდიული კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატებიდან თავდაპირველად მოსამართლეებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენს.

აღნიშნული მოსამართლეები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2018 წლის 24 დეკემბერს პარლამენტისთვის წარდგენილი იმ ათკაციან სიაშიც იყვნენ, რომელთა განხილვაც პარლამენტმა შეაჩერა.

ცნობისათვის: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატია პარლამენტში წარდგენილი, რომლებმაც კონკურსის მიხედვით საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღეს. მათ შორის არიან მოქმედი მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი, საბჭოს ყოფილი წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე.
წარდგენილი კანდიდატები არიან: 1.თამარ ალანია 2.მერაბ გაბინაშვილი 3. შოთა გეწაძე 4. მირანდა ერემაძე 5. მამუკა ვასაძე 6. მაია ვაჩაძე 7. თამარ ზამბახიძე 8. შალვა თადუმაძე 9. ზაზა თავაძე 10. ვლადიმერ კაკაბაძე 11. ლევან მიქაბერიძე 12. გიორგი მიქაუტაძე 13. პაატა სილაგაძე 14. ნუგზარ სხირტლაძე
15. ლალი ფაფიაშვილი 16. ნინო ქადაგიძე 17. ლაშა ქოჩიაშვილი 18. ქეთევან ცინცაძე 19. ალექსანდრე წულაძე 20. გოჩა ჯეირანაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად