პარლამენტში უვადო მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღეს სრულდება.

დღეს კანონმდებლები  20 წევრიანი სიიდან ბოლო კანდიდატს, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეს, გოჩა ჯეირანაშვილს მოუსმენენ.

როდის გაიმართება პლენარულ სხდომაზე კანდიდატების კენჭისყრის პროცესი, იურიდიულ კომიტეტში კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად