პარლამენტში ცვლილებების განხილვა დაიწყო

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის რეგიონებში განხილვის შემდეგ დეპუტატები უკვე საკანონმდებლო ორგანოში მსჯელობენ.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

პროექტის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად