პარლამენტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც უვადო მოსამართლეობის 6 კანდიდატის დოკუმენტაციას შეისწავლის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 30 დეკემბერს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზეც იმსჯელა.

„მას შემდეგ რაც ბიურომ გადმოგვცა კანდიდატების დოკუმენტაცია, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ ვალდებულება გვაქვს შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რათა ამ ჯგუფმა შეამოწმოს დოკუმენტაცია მხოლოდ პროცედურული, ფორმალური თვალსაზრისით. ამიტომ, რომ არ დავარღვიოთ რეგლამენტის ეს მოთხოვნა, სამუშაო ჯგუფი უნდა შეიქმნას, ხოლო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მოწვევის პარლამენტში ჩვენ ჩავატარებთ კომიტეტის სხდომას და მოვუსმენთ ამ კანდიდატებს ან ზოგადად, მოხდება თუ არა შერჩევა, ეს საკითხი ამ კომიტეტის ფარგლებში არ განიხილება და არც წყდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან გაჟღერდა პოზიცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტი აღარ აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, თუმცა, თუ დამატებით კონსულტაციები იქნება კიდევ საჭირო, ჩვენ მსგავსი კონსულტაციები გვექნება ყველასთან იმისთვის, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და რაიმე კითხვის ნიშნები არ დარჩეს“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

მანვე კომიტეტის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ გასული წლის 12 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ვასილ როინიშვილთან დაკავშირებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც ჯერ სრულად არ არის დაკომპლექტებული, ასევე შეისწავლოს 30 დეკემბერს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად