პარლამენტში სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მოუსმენენ.

კომიტეტის სხდომა დღეს არის ჩანიშნული.

სხდომაზე მსჯელობის საგანი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, ნინო ლომჯარია N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშს წარადგენს.

მოგვიანებით კი, ანგარიშში ასახულ საკითხებზე თეა წულუკიანი ისაუბრებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად