პარლამენტში „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დღეს მოუსმენენ

მოსმენა საჯარო ფორმატში გაიმართება. სხდომას დამოუკიდებელი დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი დაესწრებიან.

„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებთან შეხვედრას არ დაესწრებიან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ: დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავის თემაზე პარლამენტში ღია ფორმატში შეხვედრა ლევან კობერიძემ შესთავაზა.

შეგახსნებთ, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის აცხადებს, რომ 2010 წელს, მასსა და ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში „რუსთავი 2“-ში ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო. ასევე, ამბობს რომ შეთანხმება ხალვაშის მიერ არის ხელმოწერილი.

ირაკლი ოქრუაშვილი თქმით, “რუსთავი 2”-ის 100% წილი მან შეიძინა, რაშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გუშინ მიმართა. ხალვაში ამბობს, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...