პარლამენტში ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე ზურაბ ხაჩიძე იქნება

ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ  სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს დეპუტატის ადგილმონაცვლის შესახებ, რომელიც “ქართული ოცნების” პროპორციული საარჩევნო სიის მიხედვით სწორედ ზურაბ ხაჩიძეა.

შეგახსენებთ: საპარლამენტო უმრავლესობის წევრს,  ოთარ ჩრდილელს დეპუტატის უფლებამოსილება საკიუთარი განცხადების საფუძველზე შუწყდა.

ოთარ ჩრდილელმა დეპუტატის მანდატის ვადაზე ადრე დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 2019 წლის 12 დეკემბერს მიიღო, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე უვადოდ დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად