პარლამენტში “ნაცმოძრაობის” წევრის, ნიკა მელიას ადგილმონაცვლე ბადრი ბასიშვილი გახდა

პარლამენტის წევრებმა რიგგარეშე სხდომაზე მხარი დაუჭირეს ბადრი ბასიშვილის დეპუაუტის უფლებამოსილების ცნობას. (75 მომხრე 2 წინააღმდეგი)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კარლო კოპალიანის აღშფოთება გამოწვია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ნიკანორ მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსლილების ცნობის შესახებ საკითხის განხილვამ.

შეგახსენებთ: „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მუშაობის ბოიკოტს გამო, ნიკა მელიას ადგილმონაცვლის, ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

ცნობისათვის: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.

პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად