პარლამენტში მხატვრული ფილმის “დედეს” ექსკლუზიური ჩვენება გაიმართა

მარიამ ხაჭვანის მხატვრული ფილმის, "დედეს" ექსკლუზიური ჩვენება გაიმართა დღეს პარლამენტის კინოდარბაზში. "დედე" ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელშიც სვანეთის მკაცრი ტრადიციებისა და დიდი სიყვარულის დაპირისპირების ამბავია მოთხრობილი.

ფილმის საერთაშორისო პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც მან ჟიურის პრიზი მიიღო. ფილმს ასევე მიღებული აქვს არა ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო. მათ შორის უმნიშვნელოვანესია იუნესკოს პრიზი, რომელიც მას კულტურული მრავალფეროვნებისათვის მიენიჭა აზიის ოსკარად წოდებულ APSA-ს დაჯილდოებაზე.

რეჟისორმა მარიამ ხაჭვანმა ფილმის წარდგენისას მოკლედ ისაუბრა გადაღებებისა და მსახიობების შესახებ. მან ასევე მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს გია ვოლსკის და ზვიად კვაჭანტირაძეს გადაღებებისას გაწეული დახმარებისთვის.

ამის შესახენ ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...