პარლამენტში გენერალური აუდიტორის ანგარიშის მოსმენა თითქმის ცარიელ დარბაზში გაიმართა

პარლამენტს გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა 2018 წლის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა, რომელიც პლენარულ სხდომაზე 40-მდე დეპუტატმა მოისმინა.

მოსმენას ოპოზიციური ფრაქციებიდან მხოლოდ „ევროპული საქართველო“ დაესწრო.

ცარიელი დარბაზი თავდაპირველად, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააპროტესტა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ფლანგი უფრო ცარიელია, ვიდრე უმრავლესობის. არჩილ თალაკვაძემ ოპერატორებს თხოვნით მიმართა, ცარიელი პლენარული დარბაზი პირდაპირ ეთერში ეჩვენებინათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად