პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში დღეს გაგრძელდება, სადაც დეპუტატების  შეკითხვებს  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზაზა თავაძე უპასუხებს.

ზაზა თავაძე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან დღემდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს.

ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გუშინ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს მოუსმინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად