პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში დღესაც გაგრძელდება. 

დეპუტატების შეკითხვებს დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძე უპასუხებს.

კანონმდებლები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით დაუსვამს კითხვებს, კითხვები ასევე მის განხილულ საქმეებთან დაკავშირებითაც დაისმება.

ვლადიმერ კაკაბაძე 1997-2006 წლებში სხვადასხვა კომპანიაში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას. 2006 წელს იგი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატის სამდივნოს კონსულტანტი იყო. 2006-2016 წლებში ვლადიმერ კაკაბაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. 2016 წელს იგი სამი წლის ვადით გამწესდა იმავე პოზიციაზე, ხოლო 2017 წლიდან უვადოდ დაინიშნა ამავე თანამდებობაზე. 2019 წლის 15 ივლისიდან ვლადიმერ კაკაბაძე სამოსამართლო უფლებამოსილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად