პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების შეკითხვებს დღეს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ზამბახიძე უპასუხებს
თამარ ზამბახიძეს 2005-2007 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა. 2007-2017 წლებში კი ზამბახიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე იყო, 2017 წლის 11 მაისიდან კანდიდატი სამი წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განწესდა.