პარლამენტში, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ელოდებიან.
ვახტანგ გომელაური დეპუტატებს „მინისტრის საათის“ ფორმატში, მისი უწყების მიერ განხორციელებული სამთავრობო პროგრამის შესახებ ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს წარუდგენს, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
„მინისტრის საათის“ ფორმატში ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელები.
პარტია „მოქალაქეებისა“ და პარტია „ევროპელი სოციალისტების“ წევრების განცხადებით მათ ძალოვანი უწყების მინისტრთან მწვავე შეკითხვები ექნებათ.