პარლამენტში დღეს სემეკის თავმჯდომარის ანგარიშს მოისმენენ

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია კომისიის მუშაობის 2020 წლის ანგარიშს დღეს პარლამენტს წარუდგენს.

ანგარიშში ასახული იქნება პანდემიის პირობებში მარეგულირებელი კომისიის საქმიანობა და ის ნაბიჯები, რომლებიც მოქალაქეთა ინტერესების დაცვის კუთხით 2020 წელს გადაიდგა.

სემეკის ანგარიშს დეპუტატები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოისმენენ.

კომენტარები
იტვირთება...