პარლამენტში დღეს დავით ზალკალიანს მოუსმენენ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმენენ. ზალკალიანი 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას წარადგენს.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ანგარიში ევროინტეგრაციის საკითხებზე, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების და კოორდინაციის მექანიზმი და შესრულების მდგომარეობის თაობაზე. დეპუტატები მოისმენენ ინფორმაციას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეხუთე სხდომის შედეგების შესახებ.

კომიტეტზე საუბარი ასევე შეეხება შენგენის ზონის ქვეყნებთან საქართველოს უვიზო მიმოსვლის მიმდინარეობის საკითხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...