პარლამენტში დეპუტატები ვიქტორ ჯაფარიძე და თენგიზ გუნავა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ინციდენტი პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის დაწყებამდე მოხდა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილს უსმენენ.

მედიის წარმომადგენლები საკომიტეტო დარბაზში ინციდენტს იმ დროს შეესწრნენ, როდესაც დეპუტატები ერთმანეთზე იწევდნენ.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამის დაკონკრეტებისგან დეპუტატები თავს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად