პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დეპუტატებს მიხეილ ყაველაშვილს, მუხრან ვახტანგაძესა და ლევან გოგიჩაიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სიტყვიერად დაუპირისპირდნენ დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილსა და უმრავლესობის დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილი. მოგვიანებით კი კამათში ჩაერთო „ქართული ოცნების“ დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე.

დაპირისპირების მიზეზი თავდაპირველად უცნობი იყო. სიტუაციის განსამუხტად მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა ლევან გოგიჩაიშვილი, და მუხრან ვახტანგაძე სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.

მოგვიანებით დაპირისპირების შესახებ კომენტარი გააკეთა მიხეილ ყაველაშვილმა. ყაველაშვილის თქმით, დეპუტატებს შორის დაპირისპირება პირადულმა საკითხმა გამოიწვია.

“პარლამენტს არაფერი უკავშირდებოდა, პირადი საუბარი იყო, ჩვენ ადამიანები ვართ და ხანდახან პირად სკაითხებზეც ვსაუბრობთ, ბოდიშს გიხდით თუ სესიაზე მოგვიწია ამაზე საუბარი. ყველაფერი მშვიდად არის, პირად საკითხზე გვქონდა საუბარი”,-განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...