პარლამენტში დავით ნარმანიას კანდიდატურა დიმიტრი გაბუნიამ წარადგინა (ვიდეო)

პარლამენტის დარგობრივ ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ-ი) თავმჯდომარის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურას განიხილავენ.

დავით ნარმანიას კანდიდატურა პარლამენტს აღნიშნულ თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარგუდგინა.

კომიტეტს დავით ნარმანიას კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ წარუდგინა.

დიმიტრი გაბუნია პარლამენტში პირველად მივიდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შეწყალების საქმეში, მისი გვარი ფიგურირებს

ცნობისათვის: სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას პარლამენტში 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, ირინა მილორავას უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...