პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა რეგლამენტის უხეში დარღვევის გამო შეწყდა

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია რეგლამენტის უხეშ დარღვევაში დააადანაშულეს და კომიტეტის სხდომის სასწრაფოდ შეწყვეტა მოსთხოვეს, რომელიც პლენარული სხდომის მიმდინარეობის პარალელურად დაიწყო.

როგორც ბევრ ადამიანს მეც ამ საკითხებისადმი მზარდი ინტერესის გამო, ნამდვილად გამიჩნდა სურვილი, რომ საკითხის განხილვაში მანამდე ჩავერთო, ვიდრე ის პარლამენტის სესიაზე გამოვა, მაგრამ ახლა მიმდინარეობს პლენარული სხდომა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში იხილება. ძალიან უხერხულია და თქვენგან მართლა ძალიან მიკვირს. როგორც არ უნდა გვეჩქარებოდეს და სულსწრაფობდეს ვინმე,  არ შეიძლება, კომიტეტის სხდომის ჩატარება როცა პლენარული სხდომა მიმდინარეობს. ამიტომ გთხოვთ, შეწყვიტოთ კომიტეტის სხდომა და დაელოდოთ პლენარული სხდომის დასრულებას. არ შეიძლება, რაც აქ ხდება” -მიმარტა ეკა ბესელიამ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას, რპომელსაც მხარი დაუჭირა გედევან ფოფხაძემ.

რომან კაკლიამ განმარტა, რომ მან დააზუსტა და მიიღო პასუხი, რომ შესაძლებელი იყო სხდომის გამართვამაგრამ თუ პლენარული სხდომა მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში კომიტეტის სხდომის ჩატარება ერთობლივად უნდა გადაწყდეს.

შეგახსენებთ: მთავრობა პარლამენტის მხრიდან ითხოვს, დაჩქარებული იქნას განხილული და მიღებული რამდენიმე კანონპროექტი:  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები,  “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  ცვლილებები  და „მაუწყებლობის შესახებ“  კანონში ცვლილებები

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად