პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას მოძრაობა #სირცხვილია იღებს

“პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებს მოძრაობა #სირცხვილია #სისტემაყარს”, – ეს განცხადება მოძრაობამ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაასხეს. როგორც დეპუტატები აცხადებენ, ნივთიერებას ტოქსიკური სუნი აქვს, რამაც მათი შეუძლოდ ყოფნა გამოიწვია. ნინო წილოსანის თქმით, გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და აგრეთვე საგამოძიებო უწყება, რომ ნივთიერების სახე დაადგინონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად