პარლამენტში 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა გაგრძელდება

პარლამენტში საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა სამ კომიტეტში გაგრძელდება.

მომავალი წლის ნაერთი ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 5 პროცენტია.

ბიუჯეტის კანონპროექტში გათვალისწინებულია პენსიების მატება, ასევე ხელფასები გაეზრდებათ სკოლის მასწავლებლებს, საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, ექიმებს, სამართალდამცველებსა და ჯარისკაცებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი გუშინ, პარლამენტის ექვსმა კომიტეტმა განიხილა. ბიუჯეტის დოკუმენტს დეპუტატებს ფინანსთა მინისტროს მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცნობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად