პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნუგზარ სხირტლაძეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს გრძელდება.

პარლამენტის წევრები ამჯერად ნუგზარ სხირტლაძეს მოუსმენენ და შეკითხვებს დაუსვამენ.

ნუგზარ სხირტლაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ყოფილი მოსამართლეა. მას უფლებამოსილების ვადა 2019 წლის 20 ივლისს ამოეწურა, თუმცა ამ ეტაპზე ვადა აქვს გახანგრძლივებული, რათა მისი მონაწილეობით დაწყებულ საქმეებზე დასრულდეს საქმის წარმოება. ნუგზარ სხირტლაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მანტია ორჯერ ჰქონდა მორგებული. პირველად ის უმაღლეს ისტანციაში 2009 წელს აირჩიეს.

ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი წარუდგინა, მათგან პარლამენტმა უკვე 13-ს მოუსმინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად