პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად 9 კანდიდატი წარედგინა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა.

კენჭისყრის შედეგად 9 კანდიდატი შეირჩა. ესენი არიან:

გიორგი გოგიაშვილი
გოჩა აბუსერიძე
ლევან თევზაძე
ქეთევან მესხიშვილი
გიორგი შავლიაშვილი
რევაზ ნადარაია
ბიძინა სტურუა
ეკა ზარნაძე
ლაშა ქოჩიაშვილი

კენჭისყრის პროცედურაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

კომენტარები
იტვირთება...