“ნაციონალური მოძრაობის” საკანონმდებლო ინიციატივა: ქუთაისს მიენიჭოს საპარლამენტო სტატუსი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის საპარლამენტო და ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსის დასაბრუნებლად პარლამენტს მიმართავს. 

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ ეს იქნება ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილი.

“ეს არის მისი დაპირების შესრულების სამართლებრივი საფუძვლის მომზადება. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან არაერთხელ განაცხადა ამის თაობაზე და დღეს უკვე ვიწყებთ ამ პროცესს. მომავალი ბიუროს სხდომიდან მიეცემა უკვე სამართლებრივი მსვლელობა ამ კანონპროექტს და მის განხილვას, ხოლო ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს კანონპროექტი შევა ძალაში”,  – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი კანონპროექტი ქუთაისისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

“ჩვენ შემოგვაქვს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქუთაისისათვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტატუსის მინიჭებას, სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლობების ქუთაისში გადმოტანას, მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას, ქუთაისი გახდება რეგიონის განვითარების სტიმული. ეს კანონპროექტი გახდება ლოკომოტივი დასავლეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარებისა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად