პარლამენტმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების შესახებ მორატორიუმი მიიღო

პარლამენტმა სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის თაობაზე მორატორიუმის გამოცხადებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, სანამ უცხოელებზე მიწის მიყიდვას კონსტიტუცია აკრძალავს, მანამდე მორატორიუმი გამოცხადდება. რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვას შეჩერებას გულისხმობს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას უცხოელები ვეღარ შეიძენენ.

მიწების გაყიდვაზე მორატორიუმი “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელსაც გამოაცხადა. თუმცა, 2014 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მორატორიუმი გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...